''ნაციონალური მოძრაობის'' წევრები დენის ტარიფის შემცირებას ითხოვენ - აქცია აჭარის მთავრობასთან 

21 იანვარი 2022, 12:09 1621 ნახვა

''2012 წელი 1 კვტ ელექტროენერგია 11 თეთრი, 2022 წელი - 1 კვტ 26,5 თეთრი'', ''მაგ სიმართლით იარეთ'', ''იმოქმედე'' - ამ ბანერებით დღეს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრები აჭარის მთავრობის სახლთან მივიდნენ და აქცია გამართეს.

გიორგი კირთაძის განცხადებით, ხელფასების გაზრდის ნაცვლად ოჯახებისთვის დენის ტარიფის სუბსიდირება უნდა მოხდეს.

მისივე განცხადებით, 2012 წლის არჩევნების წინ ბიძინა ივანიშვილის მთავარი დაპირება, სწორედ ელექტროენერგიის ტარიფის განახევრებას შეეხებოდა, თუმცა საპირისპირო მოხდა. 

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ელექტროენერგიის ტარიფი ძველ ნიშნულზე დააბრუნონ. 

''კარგად გვახსოვს რა იყო ივანიშვილის მთავარი დაპირება 2012 წელის არჩევნების წინ. რა მდგომარეობა გვაქვს დღეს? ამ საშინელ სიცივეში ბათუმში, შეიძლება მოსახლეობის დიდი ნაწილი დარჩეს დენის გარეშე, იმიტომ რომ უბრალოდ ვერ შეძლებს თანხის გადახდა.  2012 წლის შემდეგ დენი გაძვირდა და ასევე შუამავალი კომპანიების დახმარებით, არავინ იცი სად მიდის ჩვენს მიერ გადახდილი მნიშვნელოვანი თანხა, რომელიც უკავშირდება ბიძინა ივანიშვილის ახლო ნათესავების კომპანიებს. 

ურთულესი მდგომარეობა გვაქვს ქვეყანაში და ამას ყველამ ერთად უნდა ვუშველოთ. ხელფასების გაზრდის ნაცვლად, უმჯობესია ყველაზე უფრო მოწყვლად ადამიანებს, ვისაც უჭირს გადასახადის გადახდა მოხდეს ასეთი ოჯახების სუბსიდირება ა.შ. 

სხვა ყველაფერთან ერთად რაც გაგვიძვირდა ამ ქვეყანაში, აქ მაცხოვრებელ ადამიანებს უკიდურეს გაჭირვებაში აგდებს, ამიტომაც  ყველას ვისაც საშუალება აქვს ცდილობს გაიქცეს ამ ქვეყნიდან. იმუშავოს, თანხა გამოაგზავნოს, რომ ოჯახმა კომუნალური გადასახადები დაფაროს'' - განაცხადა გიორგი კირთაძემ. 

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი