„მე, ფოიერბახი“ - სამზადისი პრემიერისთვის 

21 იანვარი 2022, 10:39 2260 ნახვა

ბათუმის დრამატული თეატრი საპრემიერო ჩვენებებისთვის ემზადება, 22-23 იანვარს საქართველოში, პირველად ბათუმის ახალ სცენაზე  სპექტაკლი ,,მე ფოირებახი“ დაიდგმება.

მაყურებელს შეეძლება გერმანელი ცნობილი დრამატურგის ტანკრედ დორსტსის პიესის  მიხედვით  დადგმული სპექტაკლი იხილოს, რომლის რეჟისორიც  სტუდენტი გიორგი ქლაინია, მისთვის ეს დებიუტია. უკვე გაიმართა გენერალური რეპეტიცია.

საპრემიერო ჩვენებები ეპიდემიოლოგიური სტანდარტებისა და რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი