ქობულეთში დილიდან თოვს. საავტომობილო მოძრაობა გართულებულია მაღალი ზონის სოფლებში. სოფლების შიდა საუბნო გზების გაწმენდაში 8 ერთეული ტექნიკაა ჩართული.
ქობულეთის მერი ამბობს, რომ ელექტროენერგიის მიწოდება უკვე აღდგენილია სოფელ ხალაში, სადაც დილით შეფერხება იყო.
რაც შეეხება სოფელ ცხემვანას, მოსახლეობის ნაწილს შუქი უკვე მიეწოდება, დღის ბოლომდე კი ენერგომომარაგება სრულად უნდა აღდგეს. წყალი შეფერხებით მიეწოდება სოფელ ბუკნარს.