სტიქიის სალიკვიდაციო კომისიის სხდომა

19 იანვარი 2022, 11:49 811 ნახვა

სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული ოჯახებისთვის   ფინანსური დახმარება   5 ათასით  იზრდება.  ცვლილება  „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ პროგრამაში შევიდა.

ის, ვინც სტიქიის შედეგად დაზარალდა 30 000 ლარს მიიღებს მთავრობისგან დახმარებას, ხოლო ვისაც სახლი ხანძრის გამო დაეწვა, 15 ათასი ლარის ნაცვლად  აჭარის მთავრობა 20 ათასი ლარით დაეხმარება. 

შესაბამისმა კომისიამ  უკვე განიხილა დაზარალებული 41 ოჯახის დახმარების  საკითხი.

გასულ წელს  სარეზერვო ფონდიდან სტიქიით დაზარალებულ 288 ოჯახზე  მილიონ  751 703 ლარი დაიხარჯა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი