ქობულეთის სოფლებში მოსახლეობას გადაადგილება უჭირს - მოყინულია შიდა სასოფლო გზები

18 იანვარი 2022, 17:49 930 ნახვა

ქობულეთში მოყინულია შიდა სასოფლო გზები. 5 სოფლის: ქაქუთის, ლეღვას, კვირიკეს, სოფელ ქობულეთისა და  ჩაქვისთავის მიმართულებით საავტომობილო გზებზე მოძრაობა შეფერხებულია. სოფელ ცხემვანაში აბონენტებს ელექტროენერგია ორი დღეა არ მიეწოდებათ.  რთული რელიეფის გამო სოფელში  გზის გაწმენდა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

რაც შეეხება ბუნებრივი აირის და წყალმომარაგების კუთხით მუნიციპალიტეტში პრობლემები ჯერჯერობით არ შექმნილა.

ქობულეთის მუნიციპალიტეტის მაღალი ზონის სოფლებში, თოვლის საფარი 30-40 სანტიმეტრს აღწევს.

აჭარის საგზაო გზების დეპარტამენტის ქობულეთის განყოფილების უფროსის განცხადებით, დილიდან გაწმენდით სამუშაოებში ჩართულია 8-ერთეული მძიმე ტექნიკა და იწმინდება სოფლების შიდა საუბნო გზები.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში