ბათუმში მოსული უხვი ნალექის, გამო საავტომობილო გზების გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.
შპს. სანდასუფთავებაში ამბობენ, რომ ქუჩებში ტექნიკური მარილი იყრება, მობილიზებულია მძიმე ტექნიკა.
"ქალაქის მაშტაბით, როგორც ცენტრალურის ასევე შიდა ქუჩებში, ხდება ტექნიკური მარილის დაყრა, რომ არ მოხდეს ტრანსპორტისთვის რამე შეფერხება. ამ ეტაპზე პრიორიტეტული არის, ბარცხანის ხიდი და ესტაკადა, მახინჯაურის ცენტრამდე. ასევე გორგილაძის ქუჩა, პუშკინის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩა, ყველა ამ ქუჩებზე დილამდე, 24 საათიან რეჟიმში მოხდება ტექნიკური მარილის დაყრა", - აცხადებს შპს. სანდასუფთავების დირექტორი სულხან ევგენიძე.