ვაქცინაციის პროცესი - შეხვედრა მოსახლეობასთან

17 იანვარი 2022, 17:53 1156 ნახვა

სოფლად COVID 19-ის ვაქცინაციის გააქტიურების მიზნით მუნიციპალიტეტებში სამუშაო შეხვედრები გრძელდება. აჭარის ჯანდაცვის მინისტრი ნინო ნიჟარაძე, ამჯერად, ხელვაჩაურში  მოქალაქეებს, სოფლის ექიმებს და მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

საინფორმაციო შეხვედრის ფარგლებში მუნიციპალიტეტებში არსებული ეპიდემიური ვითარება და იმუნიზაციის ტემპი განიხილეს.

ვაქცინაციის დაწყებიდან- დღემდე აჭარაში 304 300-ზე მეტი  აცრა გაკეთდა, სრულად ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 85.6 %, მთელი მოსახლეობის კი 39 %.

ვიდეო მასალა ჯანდაცვის სამინისტრომ მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი