პოლიციამ აჭარასა და ქვემო ქართლში ნარკოდანაშაულისთვის 3 ადამიანი დააკავა - ამოღებულია 3 კილოგრამამდე „ჰეროინი“ და სხვადასხვა სახის ნარკოტიკი.
მათ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა ედებათ ბრალად. დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.მიმდინარეობს გამოძიება.