განათლების მინისტრის განცხადება

17 იანვარი 2022, 13:20 1929 ნახვა

აჭარის განათლების სამინისტროში გაკეთდა ცოტახნის წინ კომენტარი. მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა მოსწავლეების სიმცირე სავარაუდოდ უამინდობას დაუკავშირა.

მინისტრი ამბობს, რომ ყველა სკოლა მზადა მოსწავლეების მისაღებად. ვაქცინირებულია პედაგოგების დიდი ნაწილი.განაცხადა, რომ სწავლის სრულად დისტანციურ რეჟიმზე გადასვლა არ იგეგმება.

''ყველა საჯარო და კერძო სკოლა მზად იყო იმისთვის, რომ სკოლებში სასწავლო პროცესი განახლებულიყო. პერსონალი და პედაგოგები გაიტესტნენ. სკოლებში უსაფრთხო გარემოა. დღეს გამოცხადებლის კუთხით იყო დაბალი მაჩვენებელი, რაც ნაწილობრივ განაპირობა იმან, რომ თოვლი მოვიდა.

გარკვეულ სოფლებში შეფერხებები შექმნა.  მოსწავლეები, რომლებიც სკოლებში ვერ გამოცხადდნენ მოხდება მათთან კონტაქტი. ონლაინგაკვეთილი ჩაუტარდებათ. დღეს ჩვენ ვართ ჰიბრიდულ მოდელზე. ის მოსწავლეები, რომლებიც გამოცხადდა სკოლაში, მათ საგაკვეთილო სივრცე დახვდათ.

ის, ვინც სხვადსხვა მიზეზის გამო ვერ გამოცხადდა და ხშირ შემთხვევაში ეს არის მშობლის გადაწყვეტილება, ბუნებრივია ჩვენ მათ სკოლის მიღმა არ დავტოვებთ და შევთავაზებთ ალტერნატივას'' - განაცხადა მაია ხაჯიშვილმა.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი