ქობულეთში, სოფელ აჭყვაში, ხანძრის შედეგად კონცელიძეების საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა გახდა.
ადგილობრივების ინფორმაციით, სახანძრო ტექნიკა შემთხვევის ადგილზე უგზოობის გამო დროულად ვერ მივიდა. მეხანძრეებს კი საცხოვრებელი სახლი დამწვარი დახვდათ.
ამ ეტაპზე კონცელიძეების რვაწევრიანი ოჯახი თავს ახლობლებს აფარებს.
ქობულეთის მერიაში აცხადებენ, რომ ოჯახს დროებით ქირით გაიყვანენ, ოჯახის მდგომარეობას სპეციალური კომისია შეისწავლის და დაეხმარებიან.