ხმაური „ქართლში“, მამაკაცი ფანჯრიდან გადახტა

16 იანვარი 2022, 20:15 1181 ნახვა

თბილისის ზღვის მიმდებარედ, ყოფილ სანატორიუმ „ქართლთან“ ხმაური იყო. სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი კაცი საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.მათსა და მოქალაქეებს შორის პერიოდულად ხდებოდა სიტყვიერი დაპირისპირება.

აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სანატორიუმამდე მისასვლელი გზა ავტომანქანის მეშვეობით გადაკეტეს. ადგილობრივები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი