უხვი ნალექის შედეგად შექმნილ პრობლემებზე საუბრობს ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი წევრი. გიორგი ბოტკოველი ხელისუფლებას თანხების გაფლანგვაში ადანაშაულებს.
ამბობს, რომ გამოყოფილი თანხები საჭიროებისამებრ არ დახარჯულა.როგორც აცხადებს, გასულ წელს გზების მოვლა-პატრონობისთვის 566 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი, თუმცა მისივე თქმით, არავინ იცის თანხა სად წავიდა და რეალურად რას მოხმარდა.