სააკაშვილის განცხადებები სასამართლოზე

13 იანვარი 2022, 20:17 1129 ნახვა

მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე დაკავებულმა ელგუჯა ცომაიამ სასამართლოს აღიარებითი ჩვენება მისცა. მან თქვა, რომ ექს-პრეზიდენტი უკრაინიდან საქართველოში სწორედ მან გადმოიყვანა. თბილისში კი სააკაშვილი მის საცხოვრებელ სახლში იმყოფებოდა.

როგორც მოწმემ განაცხადა, საქართველოში ჩამოყვანის თაობაზე მას კომუნიკაცია ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრთან გია ლორთქიფანიძესთან ჰქონდა.

,,თქვენ ისეთივე სასამართლო ხართ, როგორც მე ვარ ასტრონავტი,- ასე მიმართა საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მოსამართლე ნინო ჩახნაშვილს სასამართლო პროცესზე მას შემდეგ, რაც მოსამართლემ სააკაშვილს მოუწოდა, სიტყვით გამოსვლის დროს დარბაზში მყოფი საზოგადოებისკენ კი არა, მის მხარეს მიტრიალებულიყო.

სააკაშვილმა თავის სიტყვაში თქვა, რომ ის პუტინის პატიმარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი