ყველი 28 ლარი გახდა, მაგრამ ყველი სულაც არ არის

13 იანვარი 2022, 20:30 2728 ნახვა

ეტიკეტირების გარეშე სარეალიზაციოდ გამზადებული ყველი. სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტორებმა დარღვევა აღმოაჩინეს და ობიექტიც კრიტიკული შეუსაბამობის გამო არაერთხელ დააჯარიმეს. დროებით დაილუქა კიდეც, თუმცა რეკომენდაციები უგულებელყოფილია.

აჭარის რეგიონული სამმართველო მოსახლეობას აფრთხილებს, რომ ყველის ყიდვის დროს ეტიკეტს დააკვირდეს, რომელზეც ნატურალური პროდუქციის შემთხვევაში უნდა ეწეროს - ყველი.

თუ ამ ტიპის წარწერა რძის პროდუქტს არ ექნება ის არ არის რძით დამზადებული, შესაბამისად უსაფრთხო.

იმის გარდა, რომ ირღვევა მომხმარებლის უფლებები, როცა სათანადოდ არ არის დატანილი ინფორმაცია, რითაც შეცდომაში შედის მომხმარებელი, ამის გარდა ირღვევა კანონი. ამ პროცესების პარალელურად კი ყველი რეკორდულად გაძვირდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი