სამხედრო მეთაურთა შეხვედრა ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში

13 იანვარი 2022, 18:30 707 ნახვა

საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაური ნატო-საქართველოს კომისიის ფორმატში სამხედრო მეთაურთა შეხვედრას დაესწრება. თავდაცვის სამინისტროს  ინფორმაციით,  სხდომის დაწყებამდე გიორგი მათიაშვილი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალს და სლოვაკეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს შეხვდა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან საუბრის მთავარ თემა კი  შავი ზღვის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და რუსეთის მზარდი როლი იყო. გიორგი მათიაშვილის განცხადებით, კავკასიასა და შავი ზღვის რეგიონში არსებული გამოწვევებისა და რუსეთიდან მომავალი  საფრთხეების ფონზე ნატოს წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობის გაძლიერება ქართული მხარისთვის პრიორიტეტია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი