საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე სასამართლო პროცესი დასრულდა. მას შემდეგ, რაც საქმის მთავარმა ბრალდებულმა და ფიგურანტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო დარბაზი დატოვა, პროცესი ამავე საქმეზე ბრალდებული 4 პირის გამოკითხვით გაგრძელდა.
სხვათა შორის დღეს ელგუჯა ცომაიას, მამა- შვილ წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს მიხეილ სააკაშვილმა ბოდიში მოუხადა, იმისთვის, რომ მის გამო დააპატიმრეს. ბრალდებულმა ელგუჯა ცომაიამ დღეს გაიხსენა გზა ბათუმიდან თბილისამდე, რომელიც მიხეილ სააკაშვილთან ერთად გაიარა.