ვაქცინაციის პროცესი გრძელდება ხელვაჩაურის სამედიცინო ცენტრში. მედიკოსების ინფორმაციით, ყოველდღიურად კლინიკას 100-მდე მსურველი აკითხავს.
ყველაზე მეტი მიმართვიანობა კი აგვისტოში იყო. მსურველთა ასაკობრივი რიცხვი გაიზრდა პენსიონერებისთვის განკუთვნილი წამახალისებელი პროგრამის შემდეგაც.
ვაქცინაციაში ჩართვის მსურველებს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე შეუძლიათ სინოვაკით, სინოფარმით და ფაიზერით აცრა , ასევე ბუსტერ დოზის გაკეთება.
ვაქცინაციის პროცესი ასევე მიმდინარეობს ახალშენის , კირნათისა და აჭარის აღმართის ამბულატორიებში.