ვაქცინაციის პროცესის გააქტიურების მიზნით სოფლებში შეხვედრები განახლდა.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრი ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში მედიკოსებს, მათ შორის და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლებს შეხვდა.
როგორც უწყებაში აცხადებენ, დღემდე აჭარაში ჩატარებულია 302 298-ზე მეტი ვაქცინა, სრულად ვაქცინირებულია სამიზნე კონტიგენტის 85.1%, თუმცა საერთო მოსახლეობის 39 % ეს ნიშნავს იმას, რომ იმუნიზაციის ტემპი რეგიონში დაბალია.