სარალიძის მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა

11 იანვარი 2022, 14:15 1186 ნახვა

სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 10 წლითა და 6 თვის ვადით პატიმრობა მიუსაჯა 2017 წელს ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი მენაბდეს.

მენაბდის ადვოკატის დავით დადიანის განცხადებით სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებენ.

გიორგი მენაბდე, დავით სარალიძის მკვლელობიდან 3 წლის შემდეგ 2021 წლის, 15 აპრილს დააკავეს. ის დეკანოზ შიო მენაბდის შვილია, რომელსაც დავით სარალიძის მამა სავარაუდო მკვლელებს შორის მოიაზრებდა. თუმცა ამ მიმართულებით თავდაპირველად გამოძიება აღარ წასულა.

საგამოძიებო და სასამართლო პროცესებში ის წლების განმავლობაში მხოლოდ მოწმის სტატუსით მონაწილეობდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში