საკადრო გადაადგილება „ნაციონალურ მოძრაობაში“. ოპოზიციური პარტიის პოლიტიკურ საბჭოს კობა ნაყოფია უხელმძღვანელებს, გენერალური მდივანი კი პეტრე ცისკარიშვილი იქნება.
რაც შეეხება პარტიის თავმჯდომარეს ნიკა მელიას, როგორც მან განაცხადა, გარკვეული პერიოდით შეითავსებს თბილისის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარეობას.