თამრიკო ჭოხონელიძის ვარსკვლავი თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა. ვარსკვლავის გახსნამდე ფილარმონიის საკონცერტო დარბაზში მომღერლის სოლო კონცერტი გაიმართა. მომღერალმა სცენაზე ცნობილი კომპოზიტორების მუსიკები კიდევ ერთხელ გააცოცხლა და 20 საუკეთესო და ცნობილი სიმღერა შეასრულა. სცენაზე მას პარტნიორობა დებმა, მარიამ როინიშვილმა, ეკა კახიანმა, ქუჩის მუსიკოსებმა და მაია ჯაბუამ გაუწიეს.