გიორგი გახარიას პარტიის დეპუტატები მიხეილ სააკაშვილის არც იმ ინიციატივის მხარდაჭერას აპირებენ, რომელიც ელექტროენერგიის გაძვირების საკითხზე საგამოძიებო კომისიის შექმნას ითვალისწინებს.
მიაჩნიათ, რომ ნეპოტიზმი და კორუფცია ქვეყნისთვის დიდი გამოწვევაა და ამ კუთხით რეაგირება საჭიროა, მაგრამ "ნაციონალური მოძრაობის" მოქმედებები და ინიციატივები აბსოლუტურად არათანმიმდევრულია.
კომისიის შექმნას ეთანხმება სტრატეგია აღმაშენებელი, მაგრამ გარკვეული პირობებით. ქართულ ოცნებაში კი კომიიის განსახილველი საკითხები მნიშვნელოვნად არ მიაჩნიათ.