აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებზე განცხადებას ავრცელებს

06 იანვარი 2022, 12:01 825 ნახვა

ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი.  ნედ პრაისის თქმით, აშშ აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს და გმობს ძალადობას. სპიკერმა ყაზახ ხალხს ძალადობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

"შეერთებული შტატები ყურადღებით აკვირდება ყაზახეთში განვითარებულ მოვლენებს. ყაზახეთი ღირებული პარტნიორია.

ჩვენ ვგმობთ ძალადობის აქტებს, საკუთრების განადგურებას და მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ როგორც ხელისუფლებას, ასევე მომიტინგეებს. ვთხოვთ  ყველა ყაზახს, პატივი სცეს და დაიცვას კონსტიტუციური ინსტიტუტები, ადამიანის უფლებები და მედიის თავისუფლება. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, საგანგებო მდგომარეობის მშვიდობიანი გადაწყვეტის გზა იპოვოს," - განაცხადა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა  ნედ პრაისმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი