მოსალოდნელი ოპტიმიზაცია საჯარო უწყებებში

15 დეკემბერი 2016, 00:00 2292 ნახვა

რას გამოიწვევს საჯარო სამსახურებში   მოსალოდნელი 10% ოპტიმიზაცია, რომელიც მთავრობამ დაანონსა. დასაქმებულთა სხვადასხვა სამსახურში გადანაწილებას თუ მათ გათავისუფლებას? ეს ჯერ უცნობია. ვიდრე ინიციატივა ძალაში შევა, სპეციალისტები  ქვეყანაში  ამ რეფორმის შედეგად გამოწვეულ შესაძლო  პრობლემებზე საუბრობენ. ,,სოციალური კატასტროფა“-ასეთ შედეგს პროგნოზირებენ  დასაქმებულთა სამსახურებიდან გათავისუფლების შემთხვევაში  სოციოლოგები. პესიმისტურია მეორე ნაწილის განცხადებები. ამბობენ, რომ დიდი ალბათობით საჯარო სამსახურებიდან გათავისუფლებულ ადამიანებს, კერძო სექტორი ვერ დაასაქმებს. 

ფირუზ ბოლქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი