უკვე გასული წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, ინფლაციის დონე საქართველოში 0.3 პროცენტი იყო, ხოლო წლიური 13.9 პროცენტი. „საქსტატის“ ინფორმაციით, საბაზო ინფლაციის მაჩვენებელმა 2021 წლის დეკემბერში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5.9 პროცენტი შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 6.0 პროცენტით განისაზღვრა. ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები, თევზეული, შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული, რძე, ყველი კვერცხი, ბოსტნეული, ბაღჩეული, ზეთი და ცხიმი. ფასებმა მცირედით მოიმატა კვების ობიექტებში, თუმცა ამასთანავე გაიაფდა ხილი და ყურძენი, ასევე ტანსაცმელი და ფეხსაცმელი.