კულტურული მემკვიდრეობის საკითხზე იმსჯელეს დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის საკითხთა კომისიის სხდომაზე. სამომავლოდ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებით საკანონმდებლო ორგანოში ინიციატივის მომზადება იგეგმება, რომელიც მომავალ კვირას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სამინისტროს გადაეგზავნება. ძირითადი აქცენტი ტურიზმის განვითარებაზე გაკეთდება.