პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი პარლამენტში მყოფი ოპოზიციისგან დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. ამის შესახებ სააკაშვილთან შეხვედრის შემდეგ მისმა ადვოკატმა, გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა. საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 დეპუტატის ხმა სჭირდება, პარლამენტში კი ოპოზიციას 66 დეპუტატი ჰყავს. გარდა ამისა, სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს - მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს. წინააღმდეგ შეთხვევაში, როგორც ადვოკატები აცხადებენ, სააკაშვილი მიმართავს პროტესტის უკიდურეს ფორმებს. ვადას კი ექსპრეზიდენტი პენიტენციური სამსახურს 6 იანვრამდე აძლევს.