2-4 იანვარს საქართველოში მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი

31 დეკემბერი 2021, 20:46 3191 ნახვა

გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2-4 იანვარს, საქართველოში მოსალოდნელია ნალექი და ძლიერი ქარი.

მათივე ცნობით, მთაში მოსალოდნელია ძლიერი თოვა, ნისლი და ქარბუქი, ზღვაზე 3-4 ბალიანი შტორმული ღელვა, საავტომობილო გზებზე ლიპყინული, ელექტროგადამცემ ხაზებზე შემოყინულობა, მთიან რეგიონებში ზვავსაშიშროება.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე შესაძლოა შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი