სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ქალი, რომლებიც სამზარეულომ გააერთიანა. პოლიტიკური დღის წესრიგისგან განსხვავებით ამჯერად ისინი შეთანხმებულად მოქმედებენ, და რაც მთავარია, მათ შორის არიან როგორც ოპოზიციის, ისე სახელისუფლებო პარტიის ლიდერი ქალები რეგიონში. მართალია ქვეყანაში პოლიტიკური ტემპერატურა მთელი წელი მაღალია, ისევ ვერ თანხმდებიან ცალკეულ მნიშვნელოვან საკითხზეც, თუმცა 31 დეკემბერი ის შემთხვევაა, როცა დათმობებზეც წავიდნენ და ერთ სამზარეულოში პოლიტიკურზე ვერა, მაგრამ კულინარიულ გემოვნებაზე შეთანხმდმენ.