მიხეილ სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს - ადვოკატები

30 დეკემბერი 2021, 10:18 1359 ნახვა

ადვოკატ შოთა თუთბერიძის ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილირუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებაში გადაიყვანეს. ციხესთან მთელი ღამის განმავლობაში იყვნენ შეკრებილები ნაციონალური მოძრაობის'' ლიდერები და აქტივისტები. 

რუსთავის მე-12 სასჯელაღსრულების დაწესებულების ეზოში, სადაც სააკაშვილი გადაიყვანეს, ღამით სპეცრაზმი და წყლის ჭავლის მანქანები შეიყვანეს.

სააკაშვილის თანაგუნდელების განცხადებით, არ იციან როგორია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადვოკატები პენიტენციურ დაწესებულებაში შესვლას ითხოვენ. 

„სამწუხაროდ, მის ჯანმრთელობაზე მე შემიძლია, მხოლოდ და მხოლოდ დავეყრდნო ბოლო ინფორმაციას, სახალხო დამცველის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას, საჯაროდ გავრცელებულ ინფორმაციას, რადგან ჩვენ უკვე, როგორც იცით რამდენიმე დღეა, შეზღუდული გვაქვს მიხეილ სააკაშვილის ნახვა, მათ შორის არ შეუშვეს ექსპერტთა ჯგუფი, რომელსაც ლიცენზირებული საქმიანობა აქვს, მაგრამ არ მისცეს საშუალება, შესულიყვნენ. ამიტომ, ჩვენი საბოლოო ინფორმაცია არის სახალხო დამცველის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომელსაც სრულად ვენდობით და რომელმაც თქვა, რომ მიხეილ სააკაშვილი იყო მძიმედ და მას სჭირდებოდა გორის ჰოსპიტალში დარჩენა, რათა რეაბილიტაციის კურსი დაესრულებინა. ინფორმაციის არც ერთი სხვა წყარო ამ მიმართულებით არ არსებობს“, – განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

27 დეკემბერს ღამით ცნობილი გახდა, რომ გორის ჰოსპიტლიდან მიხეილ სააკაშვილის გლდანის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას აპირებდნენ. ​პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ სამედიცინო პერსონალმა სააკაშვილის კლინიკიდან გაწერის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა აღელვების ფონზე ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნებოდა წნევის ცვალებადობა, რის გამოც გადაყვანის ღონისძიება დროებით გადავადდა.

სიმონ შანავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი