ზურაბ გორგილაძის და ზაურ ბოლქვაძის ლექსების კალიგრაფიული ნიმუშები ქობულეთში, დაგვის სკოლის ფასადზე. მეოცე საუკუნის ორი გამოჩენილი ქართველი პოეტის ლექსის ფრაგმენტები შალვა კამლაძის საავტორო პროექტის „ ლექსი კედელზე“- ფარგლებში გამოიფინა. ღონისძიებას პოეტების ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ. ღონისძიება ქართველმა ემიგრანტმა, ქობულეთის სოფელ დაგვის კურსდამთავრებულმა სოფო ბოლქვაძემ დააფინანსა.