აჭარაში "ომიკრონის" ოთხი შემთხვევა დადასტურდა - ნინო ნიჟარაძე 

28 დეკემბერი 2021, 23:45 2670 ნახვა

აჭარაში "ომიკრონის" ოთხი დადებითი შემთხვევა გვაქვს, რომელიც შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს, ვიდრე "დელტა" შტამი" - ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ნინო ნიჟარაძემ, აჭარის ტელევიზიის გადაცემაში "მთავარი აჭარაში" განაცხადა.

მისივე განმარტებით, 4 დადასტურებული შემთხვევიდან 3 პაციენტი სრულად ვაქცინირებულია. ვაქცინირებულ პაციენტებთან დაავადება ჩივილების გარეშე, მსუბუქი ფორმით მიმდინარეობს.

"ითვლება, რომ "ომიკრონი" უფრო მეტი გადამდებლობით ხასიათდება, მსუბუქი მიმდინარეობა აქვს. თუკი ჰოსპიტალური შემთხვევის რაოდენობა "დელტა" შტამთან მიმართებაში 15% შეადგენდა "ომიკრონთან" მიმართებაში ეს 50-70%-მდე არის შემცირებული. შესაძლოა ჩვენ გვყავდეს ჰოსპიტალური არა 15% არამედ 7-დან 10-%მდე, ან 5-7%-ი პაციენტების, რაც იმას ნიშნავს, რომ დაავადება შედარებით მსუბუქად მიმდინარეობს.

აჭარის რეგიონში "ომიკრონის" 4 დადებითი შემთხვევა გვაქვს დადასტურებული. აქედან 3 პაციენტი არის ორჯერადად აცრილი, სამივე მსუბუქი, პრაქტიკულად ჩივილების გარეშე ოჯახში, იზოლაციის რეჟიმში მკურნალობენ. მეოთხე პაციენტი - რეინფინცირება კლინიკურ სასტუმროში მკურნალობს, მას შედარებით მეტად აქვს გამოხატული სიმპტომები ვიდრე სრულად ვაქცირებულ პაციენტებს. შესაძლოა ამან მეტად გავრცელება ჰპოვოს, უფრო ფართო მასშტაბები მოიცვას, მაგრამ თუ ეს იქნება მსუბუქი რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი კლინიკური ნიშნები, რომელსაც პაციენტი ოჯახურ პირობებში, გადაიტანს ოჯახის ექიმის მონიტორინგის ქვეშ, ეს იქნება იოლად გადასალახი ტალღა.

იმისათვის, რომ მივაღწიოთ "ომიკრონის" მსუბუქ მიმდინარეობას აუცილებელია ვაქცინაციის მაღალი მაჩვენებელი გვქონდეს", - აცხადებს ნინო ნიჟარაძე.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის აჭარის ფილიალის უფროსის ნინო გუგუშვილის თქმით, რეგიონიდან ლაბორატორიაში დღეს შვიდი ნიმუში გაიგზავნა. 4 ნიმუშის პასუხს კი დღის ბოლომდე ელოდებიან.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი