მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით დაწყებულ მასობრივ შიმშილობას არ წყვეტს ენმ. 200-მდე ადამიანი 12 კარავია გადანაწილებული. რამდენიმე მათგანი, რომლებმაც ჯანმრთელობის გაუარესების გამო შიმშილობის გაგრძელება ვერ შეძლეს, თანამოაზრეებმა ჩაანაცვლეს. დღეს კიდევ ერთი მოშიმშილე, თბილისის საკრებულოს წევრი ირაკლი ეძგვერაძე გადაიყვანეს კლინიკაში ჯანმრთლეობის მდგომარეობის გამო.