სავარაუდოდ სამ თვეში ქვეყანაში სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური აღარ იქნება. უწყება 1-ელი მარტიდან გაუქმდება- ამას უმრავლესობის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ითვალისწინებს, რასაც ისინი დაჩქარებული წესით განიხილავენ. ოპოზიცია მმართველი გუნდის ინიციატივას ეწინააღმდეგება. მიაჩიათ, რომ ეს არის არადემოკრატიული პროცესი. საკომიტეტო განხილვები კი მაინც გრძელდება. სიმონ შანავა გვეტყვის უფრო მეტს.