მთავრობის განცხადება

15 დეკემბერი 2016, 00:00 2786 ნახვა

საქართველოს მთვარობის ადმინისტრაცია ნიკოლოზ ჩერქეზიშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს,  მასში ნატქვამია რომ პროტესტის პირველივე დღიდან, მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს შენობაში შესვლა შესთავაზეს, რაზეც  უარი განაცხადა. ამასთან, მთავრობის ადმინისტრაციასთან, მუდმივად მორიგეობს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ადმინისტრაციის ცნობით, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და მთავრობის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრებზე, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს განემარტა, რომ საგარეო უწყებაში საქმიანობის შეწყვეტა სამართლებრივი პროცედურების სრული დაცვით განხორციელდა და ამაზე მოწმობს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომლითაც ნიკოლოზ ჩერქეზიშვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. ამასთან, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილს მონაწილეობა მიღებული აქვს იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში, რომლის პირველი ეტაპიც გაიარა, თუმცა არაერთი შეტყობინების მიუხედავად, მეორე ეტაპზე - ტესტირებაზე არ გამოცხადდა. მთავრობის ადმინისტრაცია პატივს სცემს აზრის გამოხატვის თავისუფლებას, თუმცა მიიჩნევს, რომ უკიდურესი ფორმების გამოყენება მიზნის მიღწევის საშუალება არ არის",-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი