ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს.
მისი თქმით, როდესაც მარგველაშვილი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილი პუტინის პატიმარია - ეს „ნაციონალური მოძრაობის" „მესიჯ-ბოქსია“.
„გიორგი მარგველაშვილი თავისი თავის აქტუალიზაციას ცდილობს. ისიც თქვა, პუტინის პატიმარია სააკაშვილიო. როცა ცოტა ფაქტებზე ვილაპარაკებთ, რეალურად პუტინის მოკავშირის როლში წარმოვიდგენთ სააკაშვილს. ამ ფონზე ადამიანი როცა იძახის, რომ ის არის პუტინის პატიმარი, ის ჯდება „ნაციონალური მოძრაობის“ მესიჯბოქსში, რაც ძალიან სამწუხაროა იმ ადამიანისგან, რომელიც იყო ამ ქვეყნის პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის შემდეგ და „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს“, - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.