ძმები წულუკიძეების ოჯახის წევრების აქცია

26 დეკემბერი 2021, 17:38 688 ნახვა

აჭარის მთავრობის სახლთან ხმაური და სიტყვიერი დაპირისპირება იყო. ერთმანეთს სპორტსმენების, ძმები წულუკიძეების ოჯახის წევრები და სამართალდამცავები დაუპირისპირდნენ.მთავრობის სახლთან შეკრებილები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან შეხვედრას ითხოვდნენ. წულუკიძეების ოჯახის წევრების თქმით, დაკავებულებზე პოლიტიკური ანგარიშსწორება განხორციელდა. აქციის მონაწილეები  საპროტესტო აქციებს აანონსებენ. ძმები წულუკიძეები რამდენიმე თვის წინ „ნამახვანჰესის“ წინააღმდეგ გამართულ აქციაზე დაპირისპირებისას დააკავეს.ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ნამახვანში მომხდარი დაპირისპირების გამო შვიდ პირს 4 და 5 წლით პატიმრობა მიუსაჯა. კერძოდ, ფირუზ და რეზო წულუკიძეებს, ელდარ ანთაძეს 5-5 წლით, ხოლო ერთი ოჯახის 4 წევრს -ჭელიძეებს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში