სავარაუდო დაპირისპირება სამოქალაქო აქტივისტსა და ბიზნესმენს შორის

25 დეკემბერი 2021, 19:40 2265 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა პროტესტის ნიშნად  აჭარის მთავრობის სახლთან აქცია დაიწყო. მერაბ ღოღობერიძის თქმით, ზაფხულში ბიზნესმენ მერაბ ფარტენაძისგან ბინა იმ პირობით შეიძინა, რომ მას მალევე  ოფიციალურ საკუთრებად დაურეგისტრირებდა. თუმცა, ახლა როგორც  ღოღობერიძე  ამბობს, ფარტენაძე  მას ბინაში  უკანონოდ შეჭრაში ადანაშაულებს და  ქირის გადახდასაც სთხოვს. ირწმუნება, რომ  ამის გამო  ბიზნესმენი საცხოვრებელში შეიჭრა და  სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. მერაბ ღოღობერიძის მტკიცებით მერაბ ფარტენაძე  ემუქრება, რის გამოც პოლიციასაც მიმართა, თუმცა დახმარების ნაცვლად  ღოღობერიძის თქმით, პოლიციამ სახლი დალუქა.  მერაბ ღოღობერიძე რეაგირებას ითხოვს შესაბამისი უწყებებისგან.  ჩვენ ვცდილობთ დავუკავშირდეთ მერაბ ფარტენაძეს, თუმცა ჯერ-ჯერობით მისი ტელეფონი გამორთულია.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი