საკანონდებლო წინადადება- სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინსტიტუციური გაძლიერების, დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლებისა და ქმედითი საკანონდებლო მექანიზმებით აღჭურვისთვის. კანონპროექტი პარლამენტს უკვე წარედგინა. ცვლილებები 14 საკანონმდებლო აქტში შედის, მათ შორის ითხოვენ, რომ ექიმებს, პოლიციის მუშაკებს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და „112“-ის თანამშრომლებს დაეკისროთ საკანონმდებლო ვალდებულება წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესახებ ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიაწოდონ ინფორმაცია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ასევე განისაზღვროს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლის ვალდებულება მიმართოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, თუ საქმის განხილვისას გაუჩნდება ეჭვი სამართალდამცველთა მხრიდან წამების, სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სხვა ძალადობრივი ქმედების შესახებ, ასევე უწყება ითხოვს, მათ გამომძიებლებს მიენიჭოთ დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაწესებულების ხელმძღვანელის ნებართვის გარეშე, დაუბრკოლებლად შესვლის უფლება. პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მხარდაჭერით შემუშავდა.