პრეზიდენტის ინიციატივა და ოპოზიციის ოპტიმიზმი

23 დეკემბერი 2021, 19:29 1653 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ოპოზიციასა და სახელმწიფო ინსპექტორს შეხვდა. ორბელიანების სასახლის დღის ბოლო სტუმარი პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი იყო. თაკო ჩარკვიანმა მედიასთან ისაუბრა იმ თემებზე, რასაც  პრეზიდენტთან ისაუბრა, უფრო კონკრეტულოად, რამდენად რეალისტურად წარმოუდგენია ეროვნული თანხმობის იდეა. ოპოზიციის წევრები, რომლებიც პრეზიდენტს შეხვდნენ, იზიარებენ იდეას, რომ მნიშვნელოვანია ქუჩაში მიმდინარე პროცესებმა პარლამენტში გადაინაცვლოს. მათთვის ასევე წარმოუდგენელია შეთანხმება, თუ მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობაზე, ქვეყნის დასავლურ კურსსა და დეოკუპაციაზე არ შეთანხმდებიან.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში