სოფელ გვარაში საცხოვრებელი სახლი დაიწვა. ცეცხლის ლიკვიდირებას მაშველები ამ წუთებშიც ცდილობენ.
ხანძრის დროს სახლში ორი ადამიანი იმყოფებოდა.
ოჯახის წევრების განცხადებით, სახლიდან ნივთების გამოტანა ვერ მოახერხეს. დაიწვა საყოფაცხოვრებო ტექნიკა და სხვა ინვენტარი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველები, ასევე სასწრაფო დახმარების ბრიგადები და სამაშველო ჯგუფები.
მიმდინარეობს გამოძიება.
ხანძრის გაჩენის სავარაუდო მიზეზი მოკლე ჩართვა, ან ღუმელიდან გადმოვარდნილი ნაკვერჩხალი გახდა.
ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, ხანძრის დროს არავინ დაშავებულა.