რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველომ და აშშ-მა ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ - კელი დეგნანი

23 დეკემბერი 2021, 13:30 731 ნახვა

რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, საქართველომ და აშშ-მა ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ - ამის შესახებ აშშ-ის ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა განაცხადა.

კელი დეგნანი პარლამენტში საგარეო ურთიერთობათა და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეებს, ნიკოლოზ სამხარაძესა და ირაკლი ბერაიას შეხვდა.

მისივე განმარტებით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის აშშ-ში ვიზიტის შესახებ იყო საუბარი.

"მქონდა ძალიან ნაყოფიერი შეხვედრა, ვისაუბრეთ საქართველოს დელეგაციის ვიზიტზე ვაშინგტონში. დელეგაციას შეხვედრები ჰქონდა კონგრესის წევრებთან, სახელმწიფო დეპარტამენტისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, სადაც განიხილეს საქართველოსა და აშშ-ს შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხები. ასევე, განვიხილეთ მრავალი სხვა საკითხი. როგორც წესი, აშშ და საქართველო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე მუშაობენ და რეგიონული დაძაბულობის ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ახლო კომუნიკაცია შევინარჩუნოთ“, - განაცხადა დეგნანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი