ბათუმში კულტურის დარგში წლის წარმატებული ხელოვანები დააჯილდოვეს. ჯილდოები გადაეცათ იმათ, რომლებმაც მნიშვნელოვან პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. ღონისძიების ფარგლებში: ,,წლის ხელოვანი“ „წლის დებიუტანტი“ „რჩეული ხელოვანი“ „დიდოსტატი“ „წლის კოლექტივი“ გამოავლინეს . ბათუმის მერის გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზი და სიგელები გადაეცათ: აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „არსიანის’’ მომღერალთა გუნდს, ბათუმის ილია ჭავჭავაძის დრამატული თეატრის კოლექტივს, ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიურ ორკესტრსა და ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ბათუმს“.