პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კობა დავითაშვილის ოჯახს ღირსების მედალი გადასცა, რომლითაც პოლიტიკოსი გარდაცვალების შემდეგ დააჯილდოვა. ორბელიანების სასახლეში გამართულ ცერემონიაზე მოწვეულნი იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სისტემის მსხვერპლად იქცნენ. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, კობა დავითაშვილი ცოცხალი რომ ყოფილიყო, ის ეროვნული თანხმობის პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებდა. პრეზიდენტმა კობა დავითაშვილი გარდაცვალების შემდეგ ღირსების მედლით 7 ნოემბერს დააჯილდოვა.