რამაზ გერლიანი, რომელსაც მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ, სურამში ნაქირავებ ბინაში იმყოფებოდა. ახლობლების თქმით, ის სამართალდამცველებმა სურამის ტყეში იპოვეს. ისმოდა კითხვა, რატომ გაუჩინარდა და სად იყო 3 დღის განმავლობაში ? - თავად გაუჩინარების მიზეზად პოლიციელის მხრიდან ძალადობა დაასახელა. ექსპერტის გაუჩინარებასთან დაკავშირებით აქტიური საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობდა. გამოიკითხნენ მოწმეები, ჩატარდა ჩხრეკა და ამოიღეს მისი მობილური ტელეფონი.