რიკოთის უღელტეხილზე სამშენებლო კონსტრუქცია ჩამოიშალა - დაიღუპა ერთი ადამიანი 

22 დეკემბერი 2021, 15:19 1191 ნახვა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვერტყვიჭალასთან საგზაო სამუშაოებისას სამშენებლო კონსტრუქცია ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად, დაიღუპა ერთი ადამიანი. რამდენიმე კი დაშავდა. 

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საამქროში დასაქმებულმა ექვსმა ადამიანმა მიიღო სხეულის დაზიანება. 

''დაშავებულები გადაყვანილები არიან ზესტაფონის, ხაშურის და თერჯოლის სამკურნალო დაწესებულებებში. ამ ეტაპზე, არცერთის მდგომარეობა არ არის მძიმე

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო, სამაშველო, სასწრაფო დახმარების სამსახურები. გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში