აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ხულოს, შუახევის, ქედის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ტექნიკა ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებს წმენდს.
უწყების ცნობით, ხულოს მუნიციპალიტეტში 15 ერთეული ტექნიკა მუშაობს, შუახევში 10 ერთეული, ქედაში 8 ერთეული, ხოლო ხელვაჩაურში 7 ერთეული.
ამ ეტაპზე ადმინისტრაციულ ერთეეულებთან მისასვლელი გზები იწმინდება.
აჭარის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარი 50-70 სმ აღწევს.