"თბილისი პრაიდის” ოფისში შეჭრისთვის ბრალდებული 3 პირი თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით გიორგი ოძელაშვილი, ალიკა ალაზოვი და გიორგი ელისბარაშვილი 5000-5000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ.
დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.