სასამართლომ მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო ზარების აღდგენის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა გამოაცხადა.
მისი განმარტებით, პატიმრობის კოდექსის მიხედვით, ეს საკითხი მისთვის განსჯადი არ არის.
დღეს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართა. დღევანდელ პროცესს კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მიხეილ სააკაშვილი არ ესწრებოდა. აღნიშნულ საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი კი 13 იანვარს გაიმართება.