პრეზიდენტი ოპოზიციასთან კონსულტაციებს განაგრძობს

22 დეკემბერი 2021, 11:58 975 ნახვა

„მე, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, მზად ვარ ეროვნული თანხმობის პროცესი დავიწყო და მასში ჩემი წვლილი შევიტანო“ - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ორბელიანების სასახლეში სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მოსახლეობა დაიღალა და ეროვნული შერიგების ინიციატივის განხორციელება  ქვეყანას ჩიხიდან გამოიყვანს. მან ასევე გამოთქვა სურვილი, პროცესში ჩართულმა მხარეებმა პირველ ეტაპზე შეძლონ ერთმანეთთან საუბარი,  შემდეგ  კი  რიგ საკითხზე შეთანხმება.   

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში